ჯვარი შექმნილია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვრის (XII ს.) ძირითადი ფორმის მიხედვით. შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით, ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.